იაპონია რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტოკიოში რუსეთის საელჩოს რუსული თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ოფიციალური პროტესტი განუცხადა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყებამ მოსკოვს რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების თხოვნით მიმართა და ამის შედეგებს ელოდება.
იაპონურ გაზეთ Yomiuri-ის ინფორმაციით, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ რუსული თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დააფიქსირა. თვითმფრინავი ნახევარკუნძულ ნემუროს სიახლოვეს, იაპონიის სივრცეში 16 წუთს იმყოფებოდა.
რუსეთის თვითმფრინავის შესაჩერებლად იაპონიის საჰაერო ძალებმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გააგზავნეს, რომლებმაც თვითმფრინავთან მიახლოება და მისი იდენტიფიცირება ვერ მოასწრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები