თურქეთში ქურთმა „ბოევიკებმა“ ხუთი პოლიციელი დახოცეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნაღმზე ავტომობილების აფეთქების შედეგად ხუთი თურქი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ გაზეთი Sabah-ი იუწყება.
მარდინში ავტომობილი გზასთან დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა სამი პოლიციელი, მათ შორის პოლიციის კომისარი, ხოლო ხაკარის პროვინციაში, ასევე ავტომობილის აფეთქების შედეგად, ორი სამართალდამცველი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამჟამად „ბოევიკების“ წინააღმდეგ ორივე პროვინციაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გამწვავდა. მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს, „ბოევიკებმა“ საპასუხო მოქმედებები დაიწყეს. თვენახევრის განმავლობაში მათ 110 პოლიციელი, სამხედრო და სამოქალაქო პირი დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები