ლენინგრადის ოლქში „იეჰოვას მოწმეების“ მილიონობით ბროშურა აღმოაჩინეს
რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მიმდინარე წლის დასაწყისიდან საზღვარზე „იეჰოვას მოწმეების“ რელიგიური შინაარსის 10 მილიონი ბროშურაა აღმოჩენილი. ეს ლიტერატურა რუსეთში აკრძალულია.
„ვესტი.რუს“ ინფორმაციით, „იეჰოვას მოწმეები“ რუსეთში შეღწევას კონკრეტული მიზნით ცდილობენ.
გამოცემა წერს, რომ გიგანტური საერთაშორისო კორპორაცია „იეჰოვას მოწმეები“ სულ უფრო ძლიერი ხდება. ეს ბროშურები გერმანიასა და აშშ-ში იბეჭდება, ძირითადად, ამ სექტის სამშობლოში – ბრუკლინში.
„შვიდ ამერიკელ ბერიკაცს, რომლებიც „იეჰოვას მოწმეების“ მმართველ საბჭოს წარმოადგენენ, ისეთი ძალაუფლება აქვს, რომელიც რომის პაპსაც კი არ გააჩნია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათი მილიონობით ფანატიკოსი მიმდევარი მზად არის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. დღეს კი ისინი ქუჩაში ძალზე უწყინარ კითხვას გისვამენ: „თქვენ ბიბლია წაკითხული გაქვთ“? – წერს „ვესტი.რუ“.