აშშ-ს იუტის შტატში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
იუტის შტატში წყალდიდობამ 15 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სამი ადამიანი ზაიონის ნაციონალურ პარკში დაიღუპა, ხოლო ოთხი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მანამდე კი ქალაქ ჰილდეილეში, იუტისა და არიზონის საზღვარზე მოულოდნელი წყალდიდობის მსხვერპლი 12 ადამიანი გახდა.
იუტისა და არიზონას შტატებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. აშშ-ს ხელისუფლება დაზარალებულებს მატერიალურად დაეხმარება.