უკრაინული მედია – სააკაშვილმა ოდესაში ნამდვილი „ჰარემი“ გახსნა – ვიდეო

უკრაინულმა ტელეარხმა „2+2“ ოდესის ოლქში ჩინოვნიკების წარმატებული კარიერის საიდუმლო ამოხსნა. ჟურნალისტთა აზრით, ამისთვის სრულიად საკმარისია იყო 30 წლის ლამაზი გოგო და მიხეილ სააკაშვილის თვალთახედვაში აღმოჩნდე.
ბოლო მაგალითია მისი მოადგილე იულია მარუშევსკაია, რომელსაც უკრაინაში „ევრომაიდნის სახედ“ ასახელებენ.ვინ იყო იულია ამ პოსტის დაკავებამდე, წესიერად თვითონაც არ იცის. 25 წლის ასაკში ის სახელმწიფო მმართველობაში არასოდეს მონაწილეობდა და მაიდანის ვიდეორგოლიდან იყო ცნობილი.
ეს ერთადერთი ლამაზმანი არ არის ოდესის მმართველობაში. ოლქის პოლიციის პრესმდივნის თანამდებობაზე ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი, ანა პენჩევა დაინიშნა. სახელმწიფო თანამდებობის დაკავებამდე ის „ნიუს“ სტილის ცნობილი ფოტომოდელი იყო.
უკრაინელი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ სააკაშვილი საქართველოშიც ასე იქცეოდა. მისი პრესმდივანი გახდა 20 წლის ტელეწამყვანი ალანა გაგლოევა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ ლიდერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე მოეწონა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა. ხოლო კიდევ ერთმა მომღერალმა – ნინა წკრიალაშვილმა კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები