ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა იხსნება

ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესია იხსნება. სესიის ფარგლებში გაიმართება სამიტი, სადაც ქვეყნების განვითარების მიმართულებები იქნება განხილული, რის შემდეგაც დებატები გაიმართება.
გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება რომის პაპისა და რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა. ასევე ჩანიშნულია აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების ბარაკ ობამას და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა.
ასე თუ ისე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველი საკითხები რუსეთთან იქნება დაკავშირებული. ასე, მაგალითად, იგეგმება უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისა და მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საკითხის განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები