აზერბაიჯანი „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“ გამოსვლას გეგმავს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისი მთავრობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ქვეყნის მონაწილეობის გადახედვის რეკომენდაციით მიმართავს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვალეხ ალესკეროვმა გააკეთა.
აზერბაიჯანელი პარლამენტარების ეს დადგენილება ევროპარლამენტის რეზოლუციას უკავშირდება, რომელმაც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაგმო. „ჩვენ აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ცილისწამების ფაქტებთან გვაქვს საქმე“ლ – ნათქვამია მილი მეჯლისის განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობასლ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში აზერბაიჯანში იმ პირთა შესვლა აკრძალოს, ვინც „აშკარად ანტიაზერბაიჯანული პოზიციიდან გამოდის“. მეჯლისი მოუწოდებს ევროპარლამენტარებსლ შეწყვიტონ მიკერძოებული რეზოლუციების მიღება, ვინაიდან ევროპელი დეპუტატები ვერ ამჩნევენ პრობლემებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და, ამასთანავე, აზერბაიჯანში არსებული ხარვეზების აქტიურ ძებნაში იმყოფებიან.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის შეწყვეტა, ვიდრე ამ ქვეყნის მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.