ავღანეთში თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში, გაზნის პროვინციაში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
„სამხედრო ავტომობილს, რომლითაც ორი სამხედრო გადაადგილდებოდა, „ბიევიკებმა“ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი სამხედრო და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე“, – განუცხადა სააგენტოს პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა შაფიკ ჰანგმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტომობილი მეზობლად – პაქტიის პროვინციაში მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები