ალპებში ხუთი ალპინისტი დაიღუპა

საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე ხუთი ალპინისტი დაიღუპა. ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინციდენტი ქალაქ პელვუსთან, ეკრენის სამთო მასივში მოხდა.
ალპინისტების გადასარჩენად ორი ვერტმფრენი, ძაღლები და სამთო სამხედრო პოლიციის 12 სპეციალისტია გაგზავნილი.
ტელეარხ BFMTV -ის ცნობით, უბედური შემთხვევა ეკრენის ნაციონალურ პარკში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები