მოლდავეთში ბუდულაის როლის შემსრულებელი გარდაიცვალა (ვიდეო)
მოლდაველი მსახიობი მიხაი ვოლონტირი, რომელიც მრავალსერიან ფილმ „ბოშაში“ მთავარი როლის შესრულებით გახდა ცნობილი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის გარდაცვალება დიაბეტით და ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეულმა გართულებამ გამოიწვია.
სიცოცხლის ბოლო თვეების განმავლობაში ვოლონტირი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. ვოლონტირს ონკოლოგიური დაავადება და დიაბეტი დაუდგინდა, რის გამოც ის თითქმის ვერ ხედავდა.
მიხაი ვოლონტირს ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სახელი გაუთქვა მრავალსერიან ფილმ „ბოშას“ გამოსვლამ, სადაც მან მთავარი გმირის – ბუდულაის როლი შეასრულა. 1985 წელს მისი გაგრძელება – „ბუდულაის დაბრუნება“ გამოვიდა. 1988 წელს ვოლონტირმა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.