სასწრაფოდ: საქართველოს საპატრიარქო როლანდ ახალაიას განცხადებას პასუხობს

   საქართველოს საპატრიარქო როლანდ ახალაიას განცხადებას პასუხობს. როგორც „კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, 2009 წელს ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, როლანდ ახალაიამ გამოთქვა მზადყოფნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ხოლო ანაკლიაში სახლის აშენების შესახებ. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ამ მიმართულებით რაიმე რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა.
„ ა.წ. 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა როლანდ ახალაიამ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით გუშინ მიმართა. ახალაია ილია მეორეს სთხოვს გააკეთოს განცხადება ზუგდიდში საპატრიარქოს რეზიდენციის აშენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები