სირიაში ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის ქალაქ ელ-ჰასაკეში ორი ტერაქტი მოაწყვეს. დაიღუპა 30 ადამიანი და 45 დაიჭრა.
პირველი აფეთქება ელ-ჰასაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომელსაც ქურთი მოხალისეები აკონტროლებენ. მეორე კი – ქალაქის ცენტრში, სადაც დანაღმული საწვავის ავზი აფეთქდა. აფეთქება სირიის ოპოზიციური ძალების შტაბ-ბინის სიახლოვეს მოხდა. აფეთქების ტალღამ მთლიანად დაანგრია ოთხი შენობა.
გარდა ამისა, სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ინფორმაციით, მათმა გამნაღმველებმა სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი გააუვნებელყვეს. ტერორისტებმა მისი აფეთქება ვერ მოასწრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები