რუსი დეპუტატი ტანკში გაიჭედა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ტანკის ლუქში გაიჭედა. სახელმწიფო სათათბიროს წევრი იგორ ზოტოვი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილთან მიმდინარე სამხედრო ტექნიკის გამოფენას ესწრებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ბლოკნოტი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტანკიდან წარმოსადეგი აღნაგობის დეპუტატის ამოყვანას 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ და ამისთვის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველების გამოძახებაც კი გახდა აუცილებელი. ამ ხნის განმავლობაში დეპუტატი იგინებოდა და ყველას დახოცვით ემუქრებოდა, თუ მას საბრძოლო მანქანიდან არ ამოიყვანდნენ.
იგორ ზოტოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ წევრია. ის პენსიონერების „სამართლიანობის პარტიის“ ლიდერიც არის.
შეგახსენებთ, რომ ნიჟნი ტაგილთან რამდენიმე დღის წინ შეიარაღების და ტექნიკის გამოფენა გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები