ირანში უახლესი რადარი შეიქმნა
ირანში შორი მოქმედების უახლესი რადარი შეიქმნა და თეირანი ახლო მომავალში მის პრეზენტაციას გეგმავს. ირანის საინფორმაციო სააგენტო FarsNews-ის ცნობით, რადარს სახელწოდებით Ghaem-ს ათასი კილომეტრის რადიუსში ობიქტების აღმოჩენა შეუძლია.
რადარი ირანის ერთ-ერთი ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. მისი სერიული გამოშვება კი თეირანს ირანისა და რეგიონის საჰაერო სივრცის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
ცოტა ხნის წინ ირანმა ირანული ტექნოლოგიების გამოყენებით გამოშვებული ორი სარადარო სისტემის: Nasir-ის და Bina-ს პრეზენტაცია გამართა.