პაკისტანში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ მულტანში ავტოსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 40 კი დაიჭრა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც მოტოციკლი მოტორიზებულ ურიკას შეეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
თავდაპირველად აფეთქების მიზეზად გაზის ბალონი დასახელდა, თუმცა შემდეგ პოლიციამ არ გამორიცხა, რომ ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალებით ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდათ.