ზურაბ ნეფარიძემ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე საკუთარ სამაჟორიტარო რაიონში მდებარე N81, N85 და N99 საჯარო სკოლებს ესტუმრა.
დეპუტატმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„ მინდა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს პირადად მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს სკოლებში ბევრად კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო დახვედროდათ’’,- განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სამომავლოდ სწავლის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით კიდევ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.
,, ქვეყნის განვითარება სრულყოფილმა განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს“,-განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.