დავით ნარმანიამ თსუ-ს სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან და თსუ-ს რექტორთან, ვლადიმერ პაპავასთან ერთად მიულოცა.
დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებას! ყოველი ახალი სასწავლო წელი, თქვენს ცხოვრებაში, ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, სიღრმისეული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისია. გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს პირველკურსელებს. თქვენთვის დღეს სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ეს არის გზა, რომელსაც სტუდენტური ცხოვრება ჰქვია. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყნები, ის ქალაქები თუ შეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, სადაც ცოდნაზე დამყარებული საზოგადოებაა და სადაც განათლებაა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები