როგორ დაამშვიდა ირაკლი ღარიბაშვილმა ატირებული პირველკლასელი (ვიდეო)
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკნის თანამედროვე სტანდარტების მქონე ახლად აშენებული სკოლიდან მიულოცა.
ირაკლი ღარიბაშვილი წილკნის სკოლის პირველი კლასის საკლასო ოთახსაც ესტუმრა. პრემიერი ერთ-ერთ ატირებულ პირველკლასელსაც გაესაუბრა და მისი დამშვიდება სცადა.