გერმანიასა და ავსტრიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა
ავსტრიასა და გერმანიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ ავსტრიის რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება საზღვარზე დამატებით შემოწმებას ატარებს.
გერმანია-ავსტრიის საზღვარზე კონტროლის გაძლიერების შესახებ ბერლინმა ვენას კვირას შეატყობინა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოვლის შეჩერების შესახებ გახდა ცნობილი. საზღვარზე დამატებითი შემოწმების მთავარი მიზეზია მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან, რომელთა უმეტესობა უნგრეთის და ავსტრიის გავლით გერმანიაში მოხვედრას ცდილობს.