დავით საყვარელიძე შესაძლოა, ოდესის პროკურორი გახდეს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელიც გახდება. ამის შესახებ გამოცემა „დუმსკაია“ წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, საყვარელიძე ერთდროულად ორ თანამდებობას შეითავსებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე საყვარელიძე პროკურატურის ორგანოების რეფორმირებით არის დაკავებული და ის ამ სტრუქტურის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელებს განიხილავს. პრიორიტეტებს შორის საყვარელიძე ქვეყანაში კორუფციის დამარცხებას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები