ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, CTV News-ის ჟურნალისტთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, აბრეშუმის გზის პერსპექტივებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.
ინტერვიუ ჩინეთის ცენტრალური არხის ეთერში 12 სექტემბერს გადაიცემა.