თინა ხიდაშელი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღეიდან, სამსახურებრივი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება. როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში კოლეგებთან, ასევე კვლევითი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან გამართავს.
ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მაღალი დონის შეხვედრებით დასრულდება. “თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანს ნატოს 2016 წლის “ვარშავის სამიტზე” ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება წარმოადგენს. თინათინ ხიდაშელი კოლეგებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებსაც განიხილავს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები