თინა ხიდაშელი: ჩემი ამოცანაა საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს

ჩემი ამოცანა არის საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს რაც შეიძლება მალე და ის გზა, რომელიც წევრობამდე უნდა გავიაროთ, იყოს რაც შეიძლება მოკლე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მოკლე გზა, რითაც ნატოს წევრობა მიიღწევა, სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესებისთვის მისაღები და მნიშვნელოვანია.

„ჩემი ამოცანა არის საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს რაც შეიძლება მალე და ის გზა, რომელიც წევრობამდე უნდა გავიაროთ, იყოს რაც შეიძლება მოკლე. ყველაზე უფრო მოკლე გზა, რითაც ის მიიღწევა, არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენთვის სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესებისთვის მისაღები და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, „მაპ“-ით თუ „მაპ“-ის გარეშე ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, სადამდე მივალთ ვარშავის სამიტამდე, რა სახის კომუნიკე იქნება, რაზე შევთანხმდებით და როგორი პოლიტიკური კონსენსუსი გახდება შესაძლებელი 28 სახელმწიფოს შორის“,- განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები