ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა
პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა თორნტონს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ასევე მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს.
აღინიშნა NDI-ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოითქვა.