ლინას ლინკევიჩიუსი: როცა თქვენ დროს კარგავთ ერთმანეთთან ბრძოლაში, ეს ხელს აძლევს თქვენს მოწინააღმდეგეს

როცა თქვენ დროს კარგავთ ერთმანეთთან ბრძოლაში, ეს ხელს აძლევს თქვენს მოწინააღმდეგეს – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებულ პროდასავლურ ძალებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.
მან ამ მხრივ ლიტვის გამოცდილება გაიხსენა 90-იან წლებში და აღნიშნა, რომ ისინი არ წუწუნებდნენ, არ ეძებდნენ დამნაშავეებს, არამედ ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ბერკეტები მაქსიმალურად გამოეყენებინათ.
“თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ პოლიტიკური დისკუსიები, მაგრამ როდესაც გარშემო ასეთი დაძაბული გარემოა, ნამდვილად ვერ მისცემთ თავს ფუფუნებას, ამდენი დრო დაუთმოთ დაპირისპირებას”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები