ლინას ლინკევიჩიუსი: მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა

მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა, თქვენ უკვე გაქვთ ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ყველა ბერკეტი და დაპირება – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე კონფერენციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს შეუძლია, ნატოს წევრი გახდეს.
“საქართველოს შეუძლია, ნატოს წევრი გახდეს. უბრალოდ, საჭიროა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით ევროპულ ოჯახში. ჩვენ კარგად გვესმის საქართველოსი. მჯერა, საქართველო ისწავლის ჩვენი მაგალითებიდან. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა. თქვენ უკვე გაქვთ ნატოს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მთავარია მუშაობა. მართალია ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ”, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები