პრეზიდენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლია. ვეტოს დაძლევის წინააღმდეგი 12 დეპუტატი იყო.
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომლის წინააღმდეგ 81 დეპუტატი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები