მაია მიმინოშვილი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ხვდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ხვდება.
შეხვედრაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო, ეროვნულ გამოცდებში ზღვარგადალახული აბიტურიენტების საკითხს განიხილავენ.
უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილი აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს და ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის გამოცხადებას 31 აგვისტოდან მოითხოვენ.
2015 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებული 40 000 აბიტურიენტიდან 28 000-მდე სტუდენტი გახდა.