2015 წლის რთველი სამთაწყაროდან დაიწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, 2015 წლის შემოდგომის რთველი სამთაწყაროდან დაიწყება.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რთვლის ორგანიზების მიზნით უკვე შექმნილია შტაბი და საკოორდინაციო ჯგუფი.
„წელს, რთველს, სავარაუდოდ, სამთაწყაროდან დავიწყებთ. რამდენიმე ქარხანამ თავისი რთველი პრინციპში უკვე დაიწყო და დღე-დღეზე ველოდებით, რომ ის მთელ რეგიონში დაიწყება. შტაბი შექმნილია. 24 -საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ასევე, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია, თვალ-ყური ვადევნოთ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები