“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა

“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა და მომხმარებლებს დღეიდან მოემსახურება. განახლებული სადგური, კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურად გახსნეს.
რებრენდინგის შედეგად, „რომპეტროლის“ ახალი სადგური, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინვენტარით და აპარატურით აღიჭურვა და გამოიცვალა განათების სისტემა. „რომპეტროლის“ ახალი ლოგოს შესაბამისად, შეიცვალა ფერებიც – სადგური, ძირითადად, თეთრ, ნარინჯისფერ და წითელ ფერშია წარმოდგენილი, რაც კომპანიის რებრენდინგის ერთ-ერთი ნაწილია.
„აღნიშნული ავტოგასამართი სადგური, მდებარეობის გამო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ განახლების შედეგად, საწვავის შეძენა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა. რესტაილინგი აღნიშნულ ობიექტზე, 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო,“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი კონსტანტინ პოპუშოი.
განახლებულ სადგურზე მომუშავე ოპერატორები, მომხმარებლების სურვილის მიხედვით, ავტომობილის საქარე მინას საწვავის შევსების პარალელურად გაწმენდენ.
„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 9 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის – ევრო 5 საწვავს სთავაზობს.
„რომპეტროლ საქართველო“ წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთადერთ აქციონერს. KazMunayGas International NV 12 ქვეყანაში 7000 თანამშრომელს აერთიანებს.

(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები