სპეციალისტებმა მდინარე აჭარისწყლზე და მის შენაკადებზე ჰიდრომეტრული სამუშაოები ჩაატარეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები აჭარის რეგიონში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტებმა მდ. აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე ჰიდრომეტრული სამუშაოები ჩაატარეს. ექსპედიციის ფარგლებში მდინარეებზე წყლის დონე განისაზღვრა, გაიზომა წყლის ხარჯი და განივი და გრძივი პროფილები დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტები მსგავსი ტიპის ექსპედიციებს მომავალშიც განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები