Apple მორიგ პრეზენტაციას 9 სექტემბერს გამართავს

ამერიკული კომპანია Apple-მა ჟურნალისტებს გადაუგზავნა მოწვევა მორიგ პრეზენტაციაზე, რომელიც 2015 წლის 9 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, ბილ გრეჰემის დარბაზში გაიმართება.
პრეზენტაციის გამართვის დრო და ადგილი „ტვიტერში“ Fast Company-ის ტექნოლოგიური საიტის რედაქტორმა ჰარი მაკრაკენმა გამოაქვეყნა. Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია ტრადიცილულად სექტემბერში ხდება. ამის გამო ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კომპანია ახალი თაობის სმარტფონებს – iPhone 6s-ს და iPhone 6s plus-ს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ ახალი თაობის iPhone-ების გაყიდვის სავარაუდო თარიღი დასახელდა. ის სავაჭრო ქსელებში პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები