ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის მიმართულებით შემუშავებულ საჯარო მოხელეთა საორიენტაციო კურსზე
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის მიმართულებით შემუშავებულ საჯარო მოხელეთა საორიენტაციო კურსზე.
სასწავლო პროცესის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან საჯარო სექტორში მიმდინარე მოვლენებს. კურსის მიზანია:
• საჯარო სამსახურის სისტემის ფუნდამენტური პრინციპების შესწავლა;
• საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი მექანიზმებისა და სამართლებრივი ჩარჩოების შესახებ ინფორმაციის მიღება;
• ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სიტემების გაცნობა.
კურსის ხანგრძლივობა 14 საათია. კურსი განკუთვნილია როგორც მოქმედი საჯარო მოხელეებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც სამომავლოდ საჯარო სექტორში დასაქმებას გეგმავს.