გერმანიის ქალაქ ჰერლიცში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ მაშველები სამ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
გერმანული მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრთან ახლოს მოხდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქება გახდა, თუმცა ზუსტი გარემოებების დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველები სპეციალური ტექნიკისა და სამძებრო ძაღლების დახმარებით ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ.
უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. სახლის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა ამ შენობის და მეზობლად მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.