საქართველოს პატრიარქი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
საქართველოს პატრიარქი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.