საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავისური გავრცელდა, საბოლოო დანიშნულების ადგილას როტერდამის პორტში ჩავიდა

საკრუიზო გემი MV Hondius-ი, რომელზეც ჰანტავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, დღეს როტერდამის პორტში ჩავიდა და მოგზაურობა ოფიციალურად დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გემი როტერდამში დეზინფექციის მიზნით შევიდა. ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და ორი მედიკოსი იმყოფებოდნენ. მგზავრების ევაკუაცია კანარის კუნძულებზე განხორციელდა.

ეკიპაჟის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც ნიდერლანდების მოქალაქეები არ არიან, უკვე მომზადებულია სპეციალური საკარანტინო ობიექტები. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, დარჩებიან თუ არა ისინი იქ რეკომენდებული 42-დღიანი იზოლაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადასტურდა ჰანტავირუსის Andes-ის შტამის რამდენიმე შემთხვევა – ეს არის ვირუსის იშვიათი ფორმა, რომელსაც შეზღუდულად ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეუძლია.

MV Hondius-ის ჩასვლის შემდეგ, ნიდერლანდების მოქალაქეებმა  შეშფოთება გამოთქვეს კარანტინის მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, თუმცა უმეტესობა ახალი პანდემიის დაწყებას არ ელის.

ცნობისთვის, მოგზაურობის დროს გემზე 23 ქვეყნიდან, დაახლოებით, 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები