დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება. ანალიტიკოსი წერს, რომ მარტში ევროკავშირმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, გაზაფხულის პირველ თვეში ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინეს, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია. თებერვალში მიწოდების მოცულობა 508.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

“მარტში, ევროკავშირმა დაიკიდა საკუთარი სანქციები და რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და ევროსტატის მონაცემებით, 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გაზაფხულის პირველ თვეში, ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შემოიტანეს. ეს 1.8-ჯერ მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც მიწოდებამ 508.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი სამი ქვეყანა იყო: ესპანეთმა 358.9 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, საფრანგეთმა 320.4 მილიონი დოლარის, ხოლო ბელგიამ 253.8 მილიონი დოლარის ღირებულების. მარტში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების საერთო ღირებულება ევროპული ბაზრისთვის რეკორდული იყო. ასეთი მაღალი დონე 2025 წლის იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

სანქციების პირობებში, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მარტის მიწოდებამ ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია,”- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები