დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მოხდება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია

„უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს”,- ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მოხდება შეხვედრა, შეჯერება შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შედგება.

“ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ დახმარებას, მხარდაჭერას. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მოხდება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. პროგრამა, რომელიც ამოქმედდა, ძალიან კარგია“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები