ვალერი გელბახიანი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის სკანდალურ ვერსიას ასაჯაროვებს – რა კავშირშია 50 მილიონი…

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება სხვა მიმართულებით წავიდა და ვერსია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავში ჩაარტყეს, გამოძიებას არ განუხილავს.

როგორც გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩაუტარდა ზურაბ ჟვანიას ცხედარს თავის ქალის ტრეპანაცია.

მისივე თქმით, გარდაცვლილს ტრეპანაცია, სავარაუდოდ, იმიტომ ჩაუტარა, რომ თავის ქალის დაზიანების კვალი გაენადგურებინათ.

ამავე ინტერვიუში ვალერი გელბახიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას დაპირისპირებაზე საუბრობს. გელბახიანის ინფორმაციით, ჯვანიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება 50 მილიონი დოლარის გამო მოხდა.
„საუბედუროდ, ჟვანიას საქმეზე გამოძიება არ წარიმართა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმართულებით, რომელიც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილსგან მაქვს მიღებული.
ბადრიმ მითხრა, რომ ჟვანიასა და სააკაშვილს კონფლიქტი ჰქონდათ იმ ხუთი გემის გამო, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ იყიდა და 50 მილიონი დოლარი „დოიჩე ბანკში“ ჩარიცხა, მაგრამ ეს ფული არ ჩამოვიდა საქართველოში. ამის გამო დაუწყეს დავა, – ფულს „გვიტეხავ“ და „ტრიუმვირატიდან“ წასვლას აპირებ, დამოუკიდებელი თამაშის დაწყება გინდაო! ჟვანია ტექნიკურად, მართლაც, ემზადებოდა დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად. იგი ფიქრობდა პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნაზე, რომლებსაც თვითონ გააკონტროლებდა. ბადრი პატაკაციშვილის მეშვეობით ჟვანიამ მეც შემოთავაზა დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა.. თვითონ გადადგომას და თავის მიერ კონტროლებადი ფრაქციებით ხელისუფლებაზე ზემოქმედებას აპირებდა. კონფლიქტი სააკაშვილსა და ჟვანიას შორის საქმის გარჩევამდე მივიდა და ლაპარაკიც შედგა შავნაბადაზე. ჟვანიას აიძულებდნენ, ეთქვა, თუ სად წაიღო ის 50 მილიონი დოლარი და რატომ ღალატობდა სააკაშვილს, სწორედ იმ ღამით მოხდა ის, რაც მოხდა. ბადრი მეუბნებოდა, რომ სააკაშვილმა ჟვანიას თავში ჩაარტყა. ეს ვერსია შესამოწმებელია, მაგრამ ჯერ კაციშვილს არ შეუმოწმებია. სხვათაშორის, ჟვანიას თავის ტრეპანაცია ჩაუტარდა. ვერავინ ახსნა, რატომ იყო საჭირო ტრეპანაცია…
თუ ჟვანია გაზმა გაგუდა, მაშინ ჰისტოლოგიური კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, ანუ შინაგანი ორგანოები შეესწავლათ. სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ გვამის გაკვეთას არაერთხელ დავსწრებივარ და გაკვირვებული ვარ – ჟვანია, ოფიციოზის განცხადებით, ჰისტოლოგიური მიზეზით გარდაიცვალა და თავის ქალის ტრეპანაცია რა შუაში იყო?! თავის ქალის ტრეპანაციის შედეგად წაშალეს ის კვალი და დაზიანება, რომელიც ჟვანიას თავში ჩარტყმის შედეგად მიაყენეს. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი მეუბნებოდა, ზურაბ ჟვანიას სპეციალური ბალონი ძალით ჩაუდეს პირში და იმით გაგუდესო! სწორედ იმ გაზის ბალონის კვალი იყო ნაჭდევი ტუჩზე. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, როგორც ცხონებულმა ბადრიმ მითხრა, თავდაპირველად სააკაშვილმა ჟვანიას თავში ჩაარტყა და გაზის ბალონი პირში მერე ჩაუდესო“ . “ნაციონალებს” აქვთ დაახლოებით ასეთი პოზიცია, ჟვანიას ოჯახმა რაც გამოჩხრიკა, ის მიიღო“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები