ჩინეთის გუანსი-ჟუანგის ავტონომიურ რეგიონში ტროპიკული შტორმ „მაისაკის“ მიერ გამოწვეულ ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობებს, ოფიციალური მონაცემებით, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 9 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი რაიონები, დაზიანებულია გზები, ხიდები და ინფრასტრუქტურა. წყალდიდობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახადა საჭირო, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება და სამაშველო სამსახურები დაზარალებულთა დახმარებისა და დაკარგულების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ რეგიონს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალიც მიაყენა. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან სამხედროები, მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ.
სინოპტიკოსები რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექისა და წყალდიდობის რისკზე საუბრობენ.