დღეს აბიტურიენტები პირველ სესიაზე ისტორიის, ხოლო მეორე სესიაზე ქიმიის გამოცდას აბარებენ

დღეს, 14 ივლისს აბიტურიენტები პირველ სესიაზე ისტორიის, ხოლო მეორე სესიაზე ქიმიის გამოცდას აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი მეორე სესიაზე გამოცდებს ჩააბარებენ გერმანულ და ფრანგულ ენებში.

“ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა შვიდმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები