თენგიზ შარმანაშვილი – კალასის განცხადებაზე: ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ შესწევთ ძალა ისეთი ადამიანები აირჩიონ, რომლებიც სამშობლოს გამოადგებიან
“ეს ქართველი ხალხის უპატივცემულობას ნიშნავს, ვინაიდან ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ შესწევთ ძალა ისეთი ადამიანები აირჩიონ, რომლებიც სამშობლოს გამოადგებიან,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ეს უპატივცემულო დამოკიდებულება როგორც არ უნდა შენიღბონ, მერე რომ ამბობენ ხოლმე პატივს ვცემთ ქართველ ხალხსო, არის სრულიად აბსურდული”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, კაია კალასმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.