მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 113 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები