OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელი ნომინალური და რეალური ამონაგების მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს
OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელი ნომინალური და რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს.
საქართველოს საპენსიო ფონდის განმარტებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10.8% შეადგინა.
“ამ შედეგით, დინამიკური პორტფელი OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.
დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა შედეგებმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.