მიხეილ ხარძიანი: ხარძიანისა და უდესიანის გვარები შეიკრიბნენ – ამ შეკრებაზე ბესოს მეორე ოჯახი არ მოვიდა

„დაახლოებით ორი თვის წინ ხარძიანისა და უდესიანის გვარები, მართლაც, შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას სხვა გვარის წარმომადგენლები და მედიატორებიც ესწრებოდნენ, თუმცა ბესოს მეორე ოჯახი შეკრებაზე არ მოვიდა“, – აცხადებს მოკლული ბესო ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მიხეილ ხარძიანს მიაჩნია, რომ გამოძიება მალე დასრულდება და საზოგადოება ამ საქმეში არსებულ სიბინძურეებზე სიმართლეს შეიტყობს.
გარდაცვლილი ბიზნესმენის პირველი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, კილერმა მათი ლიკვიდაციაც სცადოს. ბესო ხარძიანის ვაჟის თქმით, მამის მკვლელობის შემდეგ კილერმა მისი მოკვლაც სცადა. მიხეილ ხარძიანი ინერვიუში აღნიშნავს, რომ მან პროკურატურას განცხადებით მიმართა და საკუთარი დაცვა მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. „ დაახლოებით ორი თვის წინ ხარძიანისა და უდესიანის გვარები, მართლაც, შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას სხვა გვარის წარმომადგენლები და მედიატორებიც ესწრებოდნენ, თუმცა ბესოს მეორე ოჯახი შეკრებაზე არ მოვიდა. არავის უცდია ახსნა, რატომ ადებდნენ ბესოს მკვლელობაში ხელს გია უდესიანს. ვფიქრობ, ესეც ეჭვს იწვევს… ხაზს ვუსვამ – არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ჩემს ეჭვებს გიზიარებთ… ფაქტია, უდესიანს ბესოს ოჯახის ქონება ძალდატანებით არ გადაუფორმებია. სანამ მამაჩემი ციხეში იყო, მისმა ოჯახის წევრებმა უდესიანს თხოვნით მიმართეს და კუთვნილი ქონება ნებაყოფლობით გაყიდეს. ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, პირადად ვნახე. ამ დროს ბესოს არწმუნებდნენ, რომ უდესიანს ქონება ზეწოლის გამო გადაუფორმეს. როგორც ვიცი, მამაჩემის ბიძაშვილს, ილია ხარძიანს, ჰქონდა დავალებული, ციხეში მყოფი ბესოსგან კუს ტბაზე მინდობილობა გამოეტანა. სწორედ მაშინ უთხრა ილია ხარძიანმა მამაჩემს, რომ ოჯახს უდესიანის ზონდერები ემუქრებოდნენ, რეალობა კი აბსოლუტურად სხვა იყო“, – აცხადებს მიხეილ ხარძიანი. გარდაცვლილ ბესო ხარძიანის შვილი ინტერვიუში გამოძიებაზეც საუბრობს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება მკვლელის ვინაობას აუცილებლად გამოავლენს. „საქმეში მოწმის სტატუსი მაქვს, ამიტომ გამოძიების დეტალებში ჩახედვის უფლებას არ მაძლევენ. კონკრეტულ ვერსიებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, მალე ბესოს მკვლელობის რეალურ დამკვეთს გამოავლენენ და ვინც უნდა იყოს, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ბესოს მეორე ოჯახთან ცივილიზებულად საუბარი არაერთხელ ვცადე, მაგრამ ამაოდ. მამიდაჩემსა და ბებიას კი ვერაფერი ვათქმევინე. მინდოდა, გამერკვია, თავის დროზე ბესოს მკვლელობაში ხელს მის მეორე მეუღლეს რატომ ადებენ. როგორც ჩანს, ეშინიათ, რადგან თავის დროზე გია უდესიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, რაც კანონით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, – აცხადებს მიხეილ ხარძიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები