ალექსანდრე ჭიკაიძე: დაუშვებლად მიმაჩნია, რომ საქართველოში „ოჯახები“ მამაკაცისა და მამაკაცის ქორწინების შედეგად შეიქმნას!

„ჩემთვის ოჯახი წმიდათაწმიდა ღირებულებაა!“ – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ყოფილი მინისტრი გამოცემასთან ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება კატეგორიულად მიუღებელია!
„ჩემთვის ოჯახი წმიდათაწმიდა ღირებულებაა! ჩემი შეგნებითა და ცნობიერებით ვერანაირად ვერ აღვიქვამ და დაუშვებლად მიმაჩნია, რომ საქართველოში „ოჯახები“ მამაკაცისა და მამაკაცის, ან ქალისა და ქალის ქორწინების შედეგად შეიქმნას!
ზოგადად, ლიბერალი ადამიანი ვარ და ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელთა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! საქართველოში ოჯახის ყოველთვის ქალისა და მამაკაცის ქორწინებით შეიქმნება!“ – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები