ხორვატიაში ახალი სახეობის მრავალფეხა მწერი აღმოაჩინეს

ხორვატიის ერთ-ერთ გამოქვაბულში მრავალფეხა მწერის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ ეს მწერი ადამიანისთვის მიუდგომელ, ბნელ გამოქვაბულებში ბინადრობს. Live Science-ის ინფორმაციით, ახალი მრავალფეხას სრული სახელოდებაა Geophilus hadesi. ეს ცოცხალი არსება იმით გამოირჩევა, რომ ძალზე დაბალი ტემპერატურის პირობებში ცხოვრება შეუძლია – დაახლოებით 3 გრადუს ცელსიუსზე. ბიოლოგების განცხადებით, ეს მრავალფეხა ადამიანისთვის სრულიად უვნებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები