ისრაელის სენსაციურმა აღმოჩენამ შესაძლოა, უძველესი ადამიანის შესახებ თეორია შეცვალოს

ისრაელის  კესემის გამოქვაბულში არქეოლოგებმა იმ ადამიანის კბილების ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 400 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ეს გამოქვაბული მიწის ქვეშ, დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
თელ-ავივის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფი იმ ადგილას გათხრებს უკვე 15 წლის განმავლობაში აწარმოებდა. მათ არაერთი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ადასტურებდა, რომ ეს გამოქვაბული ადამიანებმა დიდი ხნის წინ აითვისეს, თუმცა ბოლო აღმოჩენა მართლაც რომ სენსაციურია.
საქმე ისაა, რომ მეცნიერთა დასკვნის მიხედვით, ეს კბილები აქამდე უცნობი სახეობის უძველეს ადამიანს ეკუთვნოდა. აქამდე ითვლებოდა, რომ ჰომო საპიენსი (“homo sapiens”- „მოაზროვნე ადამიანი“) აფრიკაში მხოლოდ 200 ათასი წლის წინ გაჩნდა. მანამდე კი დედამიწაზე ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, რომლებიც შემდეგ გაქრნენ. კესემის გამოქვაბულში აღმოჩენა კი იმაზე მეტყველებს, რომ 400 ათასი წლის წინ თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე სრულიად ახალი, აქამდე უცნობი სახეობის უძველესი ადამიანი ცხოვრობდა. მისთვის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს ადამიანები როგორც ნეანდერტალელების, ასევე ჰომო  საპიენსის წინაპრები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები