„ვისურვებდი, ოდესმე მაინც, ხელოვან ხალხს მეტი ყურადღება მიექცეს…“

„ბავშვობიდან მაინტერესებდა ბიოლოგია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოფიზიკის მიმართულებით დავამთავრე. სამწუხაროდ, 90-იანმა წლებმა ბევრი გეგმა და სურვილი ჩაშალა და ჩემი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში, ხოლო ბოლო 16 წელია საკონტეინერო და სასზღვაო-საჰაერო გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ…“ – თვითნასწავლი ხელოვანი ნინო როსტომაშვილი.11120602_868740019841718_1558285059_n

– მინანქარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?
– ბავშვობიდან ვქარგავ, ვმუშაობ გობელინზე, ვქსოვ. ქარგვა ბებიამ მასწავლა, ქსოვა – დედამ. მინანქარი ცოტა გვიან აღმოვაჩინე. თავიდან, მინანქარზე მუშაობის ტექნიკის შესახებ ლიტერატურას ვკითხულობდი და ინფორმაციას ვეცნობოდი. 2006 წელს გავიგე, რომ შემსწავლელი კურსები გაიხსნა. მივედი, მაგრამ დროის სიმცირის გამო, ხშირად ვერ დავდიოდი, თუმცა ტექნიკური მხარე ვისწავლე. შევიძინე ხელსაწყოები, ვცდილობდი, დამოუკიდებლად მემუშავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი. ნამუშევრები გაიბზარა და გაფუჭდა. დავიწყე ისევ ლიტერატურის მოძიება, უცხოეთიდან გამოვიწერე წიგნები და ჩემით, საკუთარ შეცდომებზე დავიწყე სწავლა.
-გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…11124899_868740016508385_762919538_n
– მშვიდი გარემო მჭირდება. ხშირად, მუშაობის პერიოდში ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკას ვუსმენ. სიმშვიდე აუცილებელია, რომ მუზები მოვიდნენ. თუმცა ხანდახან არის, რომ არანაირი მუზა არ მყავს, შეიძლება რამე დავინახო, ან ფილმს ვუყურო, ფერი და ფორმა მომეწონოს და რაიმეს შექმნის იდეა დაიბადოს. მაგრამ, ძირითადად, საკუთარი ფანტაზიით ვმუშაობ.
– ფერები…
– რატომღაც ასეთი ტენდეცია იყო და დამკვიდრდა, რომ ვინც მინანქარში მუშაობს, ძირითადად, ლურჯ და მწვანე ფერს იყენებს. მე ჩამქრალი ფერები არ მიყვარს, უფრო მხიარული, ცოცხალი ფერები მომწონს, მაგრამ სხვადსხვა გამაში ვმუშაობ.
– თქვენს შემოქმედებაში გამორჩეული ნამუშევრები გაქვთ?11324091_868740009841719_58557398_n
– რა თქმა უნდა, მაქვს ნამუშევრები, რომლებსაც ვერ გავყიდი და ჩემთვის მაქვს შენახული. მაგალითად, სამკაულები, რომლებიც შეიძლება სულ არ გავიკეთო, მაგრამ ვერ ველევი და მომწონს, სახლში რომ მაქვს. ყოფილა შემთხვევები, რომ რაღაც გამიკეთებია, მიწვალია, მოგეხსენებათ, მინანქარზე მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ მომწონებია და სულ დამიშლია.
მართალია, სუვენირების, ზარდახშების, აქსესუარების გაკეთებას დიდი ადგილი არ სჭირდება, მაგრამ კარგი იქნება ერთი სახელოსნო რომ მქონდეს. ამჟამად, სახლში ვმუშაობ და ყველა დეტალს მარტო ვაკეთებ. მომწონს შერეული მასალებით მუშაობა, უფრო საინტერესოა, ამიტომ ხშირად მეგობართან ერთად ვმუშაობ, რომელიც ხეზე მუშაობს.
– გამოფენები…11324179_868740026508384_1046945294_n
– რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჩატარდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ჩემი ორი ნამუშევარი საიტიდან თვითონ ორგანიზატორებმა შეარჩიეს და დამიკავშირდნენ.
ახლა, მცირე დროის გამო, ხშირად ვერ ვმუშაობ და შეკვეთებზე უარს ვამბობ. საქართველოში რომ იყოს პირობები, ჩემი შემოქმედებით შევძლო არსებობა, სხვას საერთოდ არაფერს არ გავაკეთებდი. მინანქარზე მუშაობა მამშვიდებს და სულიერად ვისვენებ. ძალიან მინდა, მოვაგროვო ნამუშევრები და პერსონალური გამოფენა მოვაწყო. გამოფენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოქმედის ცხოვრებაში. პირველ ყოვლისა, ადამიანებთან ურთიერთობის და საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას გაძლევს.

მზევინარ ხუციშვილი

11334313_868740013175052_580863902_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები