„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ მზადაა, დაზარალებულ მოსახლეობას ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაუწიოს
„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ გამოთქვამს მზადყოფნას, 14 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტაროს. მომსახურებას დაზარალებულები როგორც ცენტრის შენობაში, ასევე ფსიქოლოგების ჯგუფის ადგილზე მისვლით მიიღებენ.
“გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მისამართზე: ქავთარაძის 21ა. კრიზისული ინტერვენციის სამსახური: +995 59926 99 91; +995 599 26 99 93; +995 595 36 29 00“,-აცხადებენ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“